ფიროსმანი ციფრულ სივცეში

on

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კონკურსის: „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ დასკვნით ღონისძიებაზე.

6 მაისი, 2019 | 19:00
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზო, შ. რუსთაველის გამზირი 3.
Facebook: https://www.facebook.com/events/311666099529781

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

საერთო მიზნით გაერთიანებულმა სამუზეუმო, საგანმანათლებლო და კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლებმა განახორციელეს ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებაზე დაფუძნებული მასშტაბური, ინოვაციური სტუდენტური კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში. კრეათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ – ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას.

კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა მიიღო 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა.

დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდებიან საუკეთესო დავალების ავტორი ჯგუფები, რომლებსაც საპატიო და ორიგინალურ ჯილდოებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში.

დასკვნით ღონისძიებასა და მიღების ცერემონიალს მუსიკალურად გააფორმებს TeTe Noise

პროექტის ორგანიზატორები: Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA, GeoLab • ჯეოლაბი, Leavingstone, სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

პროექტის მხარდამჭერები: თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Wendy’s Georgia, ბადაგონი • Badagoni, ნაკადული•Nakaduli, სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s